საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების შეხვედრა ექსპერტებთან

ღონისძიებები 10 ოქტომბერი 2019
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების შეხვედრა ექსპერტებთან

„გამწვანებული ტერიტორიებისთვის „მწვანე ხაზების“ სტატუსის მინიჭების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

კანონპროექტი, რომლის შემუშავებაზეც დღეს მსჯელობდნენ, ითვალისწინებს ქალაქების გამწვანებული ტერიტორიების - ბაღების, პარკების, სკვერების და ტყე-პარკების სტატუსის განსაზღვრას, დაცვას და შენარჩუნებას. 

სპეციალისტთა განცხადებით, ხშირია გამწვანებული ტერიტორიების გასხვისების და მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ქალაქებში გამწვანებული ტერიტორიების ფართობს. 
სწორედ ამ პრაქტიკის აღმოფხვრას ემსახურება ის საკანონმდებლო დოკუმენტი, რომლის შემუშავებაზეც მსჯელობდნენ გარემოს დაცვის სპეციალისტები, ასევე მშენებლობისა და არქიტექტურული სფეროს წარმომადგენლები, პროცესში მონაწილეობენ ნებართვის გამცემი სტრუქრტურებიც. სამუშაო ჯგუფში მოწვეული იყვნენ ექსპერტები სხვადასხვა სახელმწიფო სტუქტურიდან, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. 

კანონპროექტის დეტალურად დამუშავებისა და შეჯერების შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინიცირებას გაუკეთებს კანონპროექტს.