საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი აბესაძე გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშეს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 10 სექტემბერი 2020
ირაკლი აბესაძე გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშეს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი ირაკლი აბესაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უქერვითცს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ზოგადად, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე.

„ჩვენ მიმოვიხილეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თუმცა სპეციფიკურად, მისი მოვალეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამ სფეროზე. მე მივაწოდე მას ასევე ინფორმაცია, თუ როგორ ვერ ხორციელდება საპარლამენტო კონტროლი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე სათანადოდ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის შეცვლა არის ახლა მთლიანი საზოგადოების ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ შეხვედრის შემდეგ.