საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის წევრმა, გიორგი კოპაძემ ქალაქ ახალციხის, ახალციხის თემის და ადიგენის სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს საშობაო ნობათები გადასცა

მედია და საზოგადოება 08 Jan 2017
პარლამენტის წევრმა, გიორგი კოპაძემ ქალაქ ახალციხის, ახალციხის თემის და ადიგენის სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს საშობაო ნობათები გადასცა

ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, ქალაქ ახალციხის, ახალციხის თემის და ადიგენის სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს საშობაო ნობათები გადასცა. მან პირადად მიულოცა შობის ბრწყინვალე დღესასწაული იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა. დაჰპირდა, რომ ეს ურთიერთობა არ იქნებოდა ერთჯერადი.