საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 01 Feb 2024
მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ცოტნე ანანიძეს და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ილია ვერძაძეს შეხვდა.


შეხვედრის თემა იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და მათი გათვალისწინება კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში.


შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს და თანამშრომლობის საერთო ფორმატზე შეთანხმდნენ.