საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მიხეილ სარჯველაძე და ბაია კვიციანი ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 16 თებერვალი 2024
მიხეილ სარჯველაძე და ბაია კვიციანი ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი ბავშვის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


​შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეებისთვის კომიტეტის წლის თემატური პრიორიტეტებისა და მოსაზრებების გაცნობას.


​მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და იმსჯელეს კომიტეტისა და საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.