საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მიხეილ სარჯველაძე და გივი მიქანაძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 18 იანვარი 2024
მიხეილ სარჯველაძე და გივი მიქანაძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის სტუდენტებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის შესახებ ისაუბრეს.


მიხეილ სარჯველაძემ სტუდენტებს ახალი პენიტენციური კანონი გააცნო.


პარლამენტის წევრებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.


საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის სტუდენტები პარლამენტში სასწავლო ვიზიტით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მოწვევით იმყოფებოდნენ.

​სტუდენტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში საექსკურსიო ტური მოეწყო.