
საქართველოს პარლამენტის წევრი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში. შეხვედრები გაიმართა ამერიკის კონგრესში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი ასევე შეხვდა იმ ექსპერტებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს საკითხებზე.
შეხვედრებისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას; ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით.