საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნდობის ჯგუფის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 03 ნოემბერი 2022
ნდობის ჯგუფის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის ფორმატში, ჯგუფის წევრებმა დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს მოუსმინეს, რომელმაც რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ისაუბრა და ბოლო პერიოდში რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს გაუსვა ხაზი.


„დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების ზონაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია გაგვაცნო და ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა თუ როგორ აისახება ყოველივე ეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და იმ საქმიანობაზე, რასაც დაზვერვის სამსახური უსაფრთხოების გარემოს სკანირებისთვის ახორციელებს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.


​დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის უფროსის ინფორმაციას ნდობის ჯგუფის წევრები ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი გაეცნენ.