საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნდობის ჯგუფის სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 30 Sep 2022
ნდობის ჯგუფის სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს. განხილვის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია წარადგინეს.


„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა დეტალურად ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და განსაკუთრებული ყურადღება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე გამახვილდა. უწყებების წარმომადგენლებმა იმ ნაბიჯებზე და ღონისძიებებზე ისაუბრეს, რასაც ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების და საფრთხეების საპასუხოდ ახორციელებენ. ნდობის ჯგუფი იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვას უკავშირდება, შესაბამისი უწყებების თემატურ მოსმენებს აგრძელებს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.


ნდობის ჯგუფის სხდომას ჯგუფის წევრები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრნენ.