საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 ივლისი 2026
ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება საქართველოსა და ბელარუსის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების ფორმატში.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.