საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 

მედია და საზოგადოება 22 თებერვალი 2026
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა 

ვენაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი.

მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. 
​

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში გაიმართება.