საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ნინო იობაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

მედია და საზოგადოება 17 მარტი 2022
ნინო იობაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის სათადარიგო წევრმა, ნინო იობაშვილმა ქალაქ ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ახალგაზრდა პარლამენტართა არაფორმალური ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


ავსტრიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნები: საქართველო, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სომხეთი, ანდორა მონაწილეობდნენ.


დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ეუთო-ს გენერალური მდივნის ოფისისა და ეუთო-ს საერთაშორისო სამდივნოს წარმომადგენლებთან.


აღნიშნულ ფორმატში განხილულ იქნა ასამბლეაში ახალგაზრდების ჩართულობის ყველაზე აქტუალური საკითხები.


აღნიშნულ თემებზე მსჯელობისას, ნინო იობაშვილმა ყურადღება საპარლამენტო ცხოვრებაში ახალგაზრდა პოლიტიკოსების როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


​მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა მომავალ ძალისხმევაზე საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ახალგაზრდებთან დაკავშირებული პოლიტიკის ხელშესაწყობად.