
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ჩოხატაურის სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
„პარლამენტი აქტიურად ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, პარლამენტის სასახლე დაათვალიერონ, დაესწრონ სასესიო დარბაზში სხდომას და შეხვდნენ პარლამენტის წევრებს. შეხვედრა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, პარლამენტში მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგონებს ვუმასპინძლეთ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ პარლამენტარიზმზე, დემოკრატიასა და ქალთა გაძლიერების მნიშვნელობაზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მოსწავლეებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.