საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

მედია და საზოგადოება 20 მაისი 2024
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში მეგობრული შეხვედრა გაიმართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან.

შეხვედრისას ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაზე, ასევე მედიის როლსა და მნიშვნელობაზე.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს დაათვალიერებინა პარლამენტის შენობა და გააცნო ინფრასტრუქტურული სიახლეები.