საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტი 18 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენს

მედია და საზოგადოება 15 ივლისი 2021
პარლამენტი 18 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენს
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
 

ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა 18 ივლისს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.