
დღეს, 2021 წლის საშემოდგომო სესიის, ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება.
დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებზე იმსჯელებენ და განხილულ დოკუმენტებს უყრიან კენჭს.
დღესვე პარლამენტის წევრები მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.