საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავს

პლენარული სხდომები 24 ივნისი 2021
პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავს
„დღეს გვქონდა შეხვედრა ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს მონიშნული 15 საკითხიდან 11-ზე შევთანხმდით. ასე რომ, ფაქტობრივად, დიდწილად შეთანხმებული ვერსია გვაქვს და აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ერთსულოვნად, ოპოზიციასთან ერთად, მივიღებთ ამ კანონს“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით იხილება.
 

ორგანული კანონის პროექტით, წესრიგდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების მიღების წესთან, ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესთან, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესთან, საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნასთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები.