საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ქალთა გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს

კომისიები და საბჭოები 09 ივნისი 2021
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ქალთა გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს

„ადგილობრივი თვითმმართველობის ქალ დეპუტატებთან და გენდერულ საბჭოებთან ინტენსიური კომუნიკაციის ფორმატში გადავდივართ. ვიცით, რამდენად სჭირდებათ მათ გაძლიერება და ვგეგმავთ მუდმივ, თანმიმდევრულ კომუნიკაციას, როგორც მათი გაძლიერების კუთხით ასევე სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით“, - ამის შესახებ გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.


გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელ ქალთა პლატფორმის წევრებთან გაიმართა.


შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელ ქალთა როლზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ასევე განიხილეს, ქალთა კარიერული განვითარების პროგრამა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.