
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტის“ ტრენინგ-ცენტრში, ა(ა)იპ "მომავალი იწყება დღეს", ა(ა)იპ "ქალი, ბავშვი და სოციუმისა" და ა(ა)იპ „უსინათლოთა ხმის“ ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
პოლონური კომპანია ALTIX-ის პრეზიდენტმა, ადამ კალბარჩიკმა დაინტერესებული პირების ინფორმირებისთვის შეხვედრა გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონში მცხოვრები უსინათლო პირების განათლების, რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დასაქმების მხარდაჭერა - პოლონური გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების მეშვეობით.