
საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (European Public Law Organization - EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის ფარგლებში, პარლამენტის სასწავლო ცენტრს EPLO-ს საერთაშორისო უნივერსიტეტის ევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლის (European Law and Governance School - ELGS) პროფესორი თეოდორა პაპადოპულო ეწვია.
გაიმართა სამეცნიერო დისკუსია თემაზე - „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორია: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ასპექტები.“
დისკუსიას ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ,,რეგიონული წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიისთვის’’ დირექტორი იოსებ ნანობაშვილი და სხვა უცხოელი კოლეგებიც დაესწრნენ.
პარლამენტის სასწავლო ცენტის უფროსმა თამარ ომიაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.
აღნიშნულ პროექტში პარლამენტის აპარატის 7 თანამშრომელი (მაგისტრანტი) მონაწილეობს.