საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციამ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

მედია და საზოგადოება 06 ნოემბერი 2025
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციამ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ალექსადრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება.


პარლამენტის წევრებმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკეს და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგეს.


ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია თურქეთის საკანონმდებლო ორგანოსა და თავდაცვის მრეწველობის სააგენტოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.


დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები - გია ბენაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე და კომიტეტის წევრი იოსებ ჯორბენაძე.