საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის 60 წლის საიუბილეო სესიის გახსნას დაესწრო

მაჟორიტარი დეპუტატები 10 იანვარი 2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის 60 წლის საიუბილეო სესიის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის 60 წლის საიუბილეო სესიის გახსნას დაესწრო და მკვლევარებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე.

მკვლევარებს მნიშვნელოვანი დღე ასევე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ბსუ-ის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ კარანაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავაფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, მარიკა მეტრეველმა, კოლხეთის ტორფნარების და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების გამგემ, იზოლდა მაჭუტაძემ, თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, პროფესორმა, როლანდ თოფჩიშვილმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

საიუბილეო საღამოს ფარგლებში მოეწყო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ექსპედიციებისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი 1958 წელს დაარსდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა აჭარისა და მისი მომიჯნავე რეგიონების, მათ შორის თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული ქართველებით დასახლებული რაიონების მეცნიერულ შესწავლას. ინსტიტუტი გადაიქცა ქართველოლოგიური, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების კვლევის ძირითად კერად სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში. ამ ხნის განმავლობაში მკვლევარებმა შეისწავლეს აჭარისა და მისი მეზობელი სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ისტორიის, ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის, სოციოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემები.

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ნაყოფიერად განაგრძობს მუშაობას აჭარისა და მისი მეზობელი ისტორიულ–ეთნოგრაფიული რეგიონების შესასწავლად.