საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუბაზ სანიკიძემ, საქართველო-ირანის ურთიერთობის მნიშვნელობასა და ახლო აღმოსავლეთში დღეს მიმდინარე მოვლენებზე, საჯარო ლექცია წაიკითხა

მედია და საზოგადოება 02 ივნისი 2015
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუბაზ სანიკიძემ, საქართველო-ირანის ურთიერთობის მნიშვნელობასა და ახლო აღმოსავლეთში დღეს მიმდინარე მოვლენებზე, საჯარო ლექცია  წაიკითხა

2 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუბაზ სანიკიძემ, საქართველო-ირანის ურთიერთობის მნიშვნელობასა და ახლო აღმოსავლეთში დღეს მიმდინარე მოვლენებზე, საჯარო ლექცია  წაიკითხა. ვიცესპიკერმა „ისლამური სახელმწიფოს (ISIS)„  შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან ავიცილოთ მისგან მომდინარე საფრთხეები.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის გარდა, შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ევროპის როლს მსოფლიო პოლიტიკაში.

შეხვედრის ბოლოს გუბაზ სანიკიძემ უნივერსიტეტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.