საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი ახალქალაქში ევროპის დღესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

მაჟორიტარი დეპუტატები 21 სექტემბერი 2019
პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი ახალქალაქში ევროპის დღესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

„ევროპის დღის“ ღონისძიებაზე ახალქალაქში ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე რიგდებოდა ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ბროშურები სომხურ და ქართულ ენებზე. საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით ბავშვებისთვის მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობები.

გარდა ამისა, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის ციხის ტერიტორიის დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა და ელჩმა, კარლ ჰერცელმა.