საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის წევრის, ჯონდო ბაღათურიას ბრიფინგი

მედია და საზოგადოება 12 Jan 2009
პარლამენტის წევრის, ჯონდო ბაღათურიას ბრიფინგი

პარლამენტის წევრი ჯონდო ბაღათურია საქართველოს მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას ქ. თბილისში ლესელიძის ქუჩაზე მდებარე "ხარების" სახელობის ეკლესიის კარების შემტვრევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის და საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2008 წლის 10 დეკემბერს აღნიშნული ეკლესიის კარების შემტვრევაში მონაწილეობას იღებდა ან ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, რისი დამამტკიცებელი ვიდეოჩანაწერი მას თან აქვს.
ჯონდო ბაღათურიამ ძიების თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა და ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მთავარ პროკურორს გაუგზავნა.