საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის წევრის, კობა ხაბაზის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩთან, ვაჰიდ გალალთან

მედია და საზოგადოება 22 ივნისი 2010
პარლამენტის წევრის, კობა ხაბაზის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩთან, ვაჰიდ გალალთან

საქართველოს პარლამენტში საქართველო-ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფი შეიქმნა. მეგობრობის ჯგუფს პარლამენტის წევრი კობა ხაბაზი ხელმძღვანელობს, რომელმაც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩთან, ვაჰიდ გალალთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კობა ხაბაზის განცხადებით, ეგვიპტე აპირებს საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე განიხილება ყაზახეთიდან ეგვიპტეში ხორბლის იმპორტირებისას საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო დერეფნად გამოყენების გეგმაც.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მჭიდრო  გაღრმავებისთვის სასურველი იქნება თუ საქართველოში  ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საელჩო გაიხსნება. პარლამენტის წევრის განცხადებით, ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების ურთიერთობების გაღმავების მიზნით, ორმხრივი შეხვედრები და სამუშაო ვიზიტები გაიმართება.