საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის წევრმა, კობა ნაკაიძემ სტუდენტური პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 28 მარტი 2018
პარლამენტის წევრმა, კობა ნაკაიძემ სტუდენტური პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა

პარლამენტის წევრმა, კობა ნაკაიძემ სტუდენტური პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა.

დეპუტატმა სტუდენტებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კანონშემოქმედებითი პროცესი და საკომიტეტო მუშაობის პროცედურები გააცნო. მანვე ახალგაზრდებს კომიტეტში ინიცირებულ კანონპროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ საკანონმდებლო სიახლეებზე ისაუბრა, რომლებსაც ამ ეტაპზე განიხილავენ.

შეხვედრაზე პარლამენტის წევრი სტუდენტური პარლამენტის საქმიანობით დაინტერესდა და ახალგაზრდებისგან ის ინიციატივები მოისმინა, რომელთა მიღებასაც სტუდენტები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, კითხვა-პასუხით გაგრძელდა, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო თემებზე პარლამენტის წევრის მოსაზრებები მოისმინეს.

შეხვედრის დასასრულს კობა ნაკაიძემ სტუდენტური პარლამენტის წევრებს წარმატებები უსურვა და მათთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.