საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის უფრაქციო წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 10 დეკემბერი 2021
პარლამენტის უფრაქციო წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის უფრაქციო წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

 

მხარეებმა ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. ისაუბრეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, 5 ივლისს განხორციელებულ მოვლენებზე.

 

საუბარი ასევე, შეეხო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს და ქვეყანაში პოლარიზებას.

 

„ყურადღებით მოგვისმინეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვისაუბრეთ 5 ივლისზე და ძალადობრივი ჯგუფების საკითხებზე, სასამართლო სისტემაზე, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე. მათ დეტალურად დააინტერესათ თუ რატომ გვჭირდება 2%-იანი ბარიერი, რას იწვევს ეს და ჩვენ ავუხსენით, 2016 წელს 5%-იანი ბარიერის პირობებში როგორ დაიკარგა 21 % და როგორ არ ხდება სწორედ მაღალი ბარიერის პირობებში ხალხის ნების ასახვა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა მანჯგალაძემ.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში პარლამენტის უფრაქციო წევრები: ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე და პაატა მანჯგალაძე მონაწილეობდნენ.