
დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა, როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურ პრობლემებზე. ამავდროულად, მოქალაქეებისგან მოვისმინეთ მუნიციპალიტეტში არსებული ვითარებისა და დღის წესრიგში მდგარი გამოწვევების შეფასება. ძირითადად, ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: დასაქმება, კეთილმოწყობა და სოციალური საკითხები.
ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეებს გავუწიეთ კონსულტაციები, ხოლო ბიუროში შემოსული განცხადებების საფუძველზე მომზადდება შუამდგომლობები და გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.