საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა დავით სერგეენკოსათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

პლენარული სხდომები 05 სექტემბერი 2023
პარლამენტმა დავით სერგეენკოსათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მხარი არ დაუჭირა დეპუტატ დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

 

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო.