საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 09 ივნისი 2026
პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა.


პლენარულ სხდომაზე, „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება.


კანონპროექტი აწესრიგებს პარკის ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებით ორგანიზებასთან და სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.