საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათელა თურნავას კანდიდატურას მხარი 80 ხმით დაუჭირა

პლენარული სხდომები 07 ივნისი 2022
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათელა თურნავას კანდიდატურას მხარი 80 ხმით დაუჭირა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათელა თურნავას კანდიდატურას 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

 

ნათელა თურნავა 2018 წლის 14 სექტემბრიდან 2019 წლის 17 აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ამავე უწყების მინისტრი იყო.

 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორსა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრს, ნათელა თურნავას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო და დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის საგრაფოს უნივერსიტეტებში, ასევე გავლილი აქვს სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით.