
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მარიამ ლაშხის კანდიდატურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.