
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში გარდამავალი დებულებების დაზუსტებას ითვალისწინებს.
საკითხი მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
ცვლილების თანახმად, ზუსტდება კანონის გარდამავალი დებულების შინაარსი და მკაფიოდ განისაზღვრება, რომ კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე ვრცელდება მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში.
კრედიტების რაოდენობის ცვლილება, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, გავრცელდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე.