საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 16 ნოემბერი 2022
პარლამენტმა ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

პლენარულ სხდომაზე ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა და დეპუტატებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა გააცნო.


მისი თქმით, პარლამენტის წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად, ნონა მამულაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.


პარლამენტმა ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი 89 ხმით დაუჭირა.