
პარლამენტმა „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი.
ცვლილებების შედეგად, 2026 წლის 1 იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული უქმდება. საკანონმდებლო პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივით მომზადდა.