პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო. ცვლილებების პროექტი ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით მომზადდა, რომელიც პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააცნო.
კანონპროქტის თანახმად, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესს და მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების კრიტერიუმების და ასევე სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის საკითხები წესრიგდება.