
პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, 80 ხმით, ანი ვაზაგაშვილი აირჩია.
პრეზიდენტმა კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს წარუდგინა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები.
აღნიშნული საკითხის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინა.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, წარდგენილ კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე ეყარათ კენჭი.