საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა ,,საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილების პროექტი მიიღო

პლენარული სხდომები 17 ოქტომბერი 2023
პარლამენტმა ,,საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილების პროექტი მიიღო

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 88 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“.


როგორც საკითხის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა საკითხის განხილვაში.


​დადგენილების თანახმად, პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე უნდა განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში.