საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო

პლენარული სხდომები 28 Apr 2026
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომისა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო.


მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩია.