
პარლამენტმა 100 ხმით, ერთხმად, საპროკურორო საბჭოს წევრად პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აირჩია.
იაგო ხვიჩია საპროკურორო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით იქნა არჩეული.
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებად, ასევე, დასახელებული იყვნენ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მიერ ლევან ბეჟაშვილი, „რეფორმების ჯგუფის“ მიერ - პაატა მანჯგალაძე, ხოლო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ - ანა ნაცვლიშვილი.