საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრი აირჩია

პლენარული სხდომები 27 ივნისი 2024
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრი აირჩია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრი: იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა და გიორგი იაკობაშვილი აირჩია.

იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას (წარდგენილია სახალხო დამცველის მიერ) 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სოსო სტურუას კანდიდატურას (წარდგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ) 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო გიორგი იაკობაშვილის კანდიდატურას(წარდგენილია საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ) 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.