საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირებას მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 25 ივნისი 2026
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას ითვალისწინებს.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 100 ლარისა;
30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 300 ლარისა, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის 300-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.


საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ხე-ბუჩქნარის დაზიანება გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა.

გარდა ამისა, ღამის პირველი საათიდან დილის ექვს საათამდე, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება, სადისტრიბუციო მანქანებს ე.წ. BUS LANE-ში, ტვირთის გადმოსატვირთად დადგომის უფლება ექნებათ.