საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

პლენარული სხდომები 28 მაისი 2025
პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.


საკითხი პარლამენტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.

მისი თქმით, მომავალ წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი 26 მილიონ 906 ათასი ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უწყების ბიუჯეტი 2026 წელს 43 მილიონ 745ათასი ლარი იქნება.

აღნიშნული საკითხი სხდომამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.