საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა

პლენარული სხდომები 26 ივლისი 2021
პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს კენჭი უყარა
პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს უყარა კენჭი.
 

თავმჯდომარეობის კანდიდატურებს  - გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სანტურიანს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

 

დღესვე კენჭი უყარეს საარჩევნო კომისიის წევრობის 2 ვაკანტურ ადგილზე წარმოდგენილ კანდიდატურებს - გია ცაცაშვილს, ლელა ტალიურს, თამარ სართანიას, მაია ზარიძეს.

 

პარლამენტმა მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა.