საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 18 თებერვალი 2025
პარლამენტმა „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

თუშეთის დაცული ლანდშაფტის საზღვრები 2245 ჰექტარით ფართოვდება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში.


კანონპროექტი მესამე მოსმენით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ წარადგინა, რომელიც პარლამენტმა 84 ხმით, ერთხმად მიიღო.