
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საერთო კონსენსუსი შედგა.