საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რამაზ ნიკოლაიშვილი, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, თურქეთში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე იმყოფებოდა

25 ივნისი 2018
რამაზ ნიკოლაიშვილი, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, თურქეთში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამეტო ასამბლეაში (PABSEC) და PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, თურქეთში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე იმყოფებოდა.

აღნიშნულ სადამკვირვებლო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ PABSEC-ის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი, აზერბაიჯანისა და ალბანეთის პარლამენტის წევრები.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: შეხვედრა შედგა ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან.

რამაზ ნიკოლაიშვილი PABSEC-ის სადამკვირვებლო დელეგაციასთან ერთად დაესწრო ხმების დათვლის პროცესს. არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საბოლოო დასკვნას ორგანიზაცია უახლოეს მომავალში წარმოადგენს.