საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რამაზ ნიკოლაიშვილი სადამკვირვებლო მისიით მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებზე იმყოფება

25 თებერვალი 2019
რამაზ ნიკოლაიშვილი სადამკვირვებლო მისიით მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებზე იმყოფება

საქართველოს პარლამენტის წევრი და შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკური და სამართლებრვი საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი სადამკვირვებლო მისიით მოლდოვაში, ქალაქ კიშინოვში საპარლამენტო არჩევნებზე იმყოფება. 

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ახალი შერეული სისტემით საკანონმდებლო ორგანოს 101 წევრს აირჩევს. საარჩევნო პროცესს მონიტორინგს უწევს 300-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი.

რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით: „მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით პირველად ჩატარდა და პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება“.