საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რამაზ ნიკოლაიშვილი PABSEC-ის ფარგლებში თურქეთში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდა

მედია და საზოგადოება 15 მაისი 2023
რამაზ ნიკოლაიშვილი PABSEC-ის ფარგლებში თურქეთში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდა

14 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში, რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა.


მისიის წევრები იმყოფებოდნენ ქალაქ კონიაში, სადაც დღის მანძილზე რამდენიმე საარჩევნო ოლქში მიმდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცესს დააკვირდნენ.


​სადამკვირვებლო მისიაში, ასევე მონაწილეობდნენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი და ასამბლეაში აზერბაიჯანის ეროვნული დელეგაციის წევრი მუსა გულიევი.